Tuesday, December 1, 2015

დისკუსია

დისკუსია თემაზე: არის დათა თუთაშხიას პოზიცია, არავის საქმეში არ ჩაერიოს, გამართლებული?
ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის IX ბ კლასი, 2014 წელი, 12 ივნისი.

Monday, June 9, 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღეს პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგზე, ამით დასრულდება ჩემი ტრენინგიც.
მომეწონა ის, რასაც ამ რვა მოდულის განმავლობაში ვაკეთებდით, თუმცა ჯერჯერობით ელექტრონული სახელმძღვანელოს მხოლოდ მცირე, ყველაზე აუცილებელ ნაწილს გავეცანი, ასე რომ წინ ბევრი საინტერესო "აღმოჩენა" მელის. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ტრენინგით, ისე ტრენერით. ათასი მადლობა, დავით!

პროექტის პრეზენტაცია

ასინეთა და არქიფო - უკვდავი პერსონაჟები?!

Sunday, June 8, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს დიდი დღეა :))) ვიწყებ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობას. ძალიან მინდა, საინტერესო და ლამაზი გამომივიდეს. საკუთარ თავსაც და ყველას ვუსურვებ წარმატებებს!

Sunday, June 1, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი და პროექტის დამხმარე განვიხილეთ, გავიხსენეთ რამდენიმე ტექნიკური საკითხი ( ტრენერს ხშირად უწევს ერთი და იმავე საკითხების რამდენჯერმე ახსნა). იმედია, მომდევნო კვირისთვის მოვასწრებთ პროექტებისთვის საბოლოო სახის მიცემას (სამწუხაროდ, ზოგს ჯერაც არ დაუწყია) და მომდევნო კვირაში არ გადავა პრეზენტაციები. დღეს ღიმილების უფრო მეტი რაოდენობა გვჭირდება :)))))))))))) 

ტრენინგის მეხუთე დღე

 იძულებითი ორკვირიანი პაუზის შემდეგ ტრენინგი განახლდა. დღეს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე ვიმუშავე.  შინაარსობრივ კითხვებში მხოლოდ ფაქტობრივი, ინფორმაციის დამახსოვრებაზე მიმართული კითხვები შედის, ამიტომ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მაღალ სააზროვნო უნარს მოითხოვს, თემატურში გადავიტან. დროის ჩარჩოც გასაკეთებელი მაქვს. ჩემი აზრით, "დროის ჩარჩო" მთლად მისადაგებული დასახელება არ არის, რადგან აქ ვწერთ  სახელებს იმ ინსრუმენტებისა, რომლებიც შეფასებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ტრენერი ძველებურად მხნე და მონდომებულია. ცოტა გახალისება არც ჩვენ გვაწყენდა, ამიტომ ბევრი ღიმილი :)))))))

Sunday, May 11, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ბევრი საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ინსრუმენტს დავეუფლე. ერთობლივად მუშაობა ანუ კოლაბორაცია, ვფიქრობ, ყველაზე მეტად გამომადგება მოსწავლეებთან დისტანციური მუშაობისას, რაც პროექტის დროს გარდაუვალია.  ამ ინსტრუმენტის საშუალებით ვუპასუხებ სპონტანურად წარმოშობილ კითხვებს, დავწერ კომენტარს და სხვა. მომწონს იმიტომ, რომ დროის მოგების საშუალებას გვაძლევს. ასევე კარგად შეიძლება დისტანციური ტესტირებისთვის გამოვიყენო Form, რომელიც  დისკზე მაქვს. მასში შევქმნი ტესტებს და გავუგზავნი მოსწავლეებს. ამავე ინსტრუმენტიდან შემიძლია ავტვირთო ჩემი პროექტისთვის საჭირო მასალები, გავუგზავნო ან გავუზიარო მოსწავლეებს, კოლეგებს. ინტეგრირებულ პროექტზე მუშაობისას ეს ყველაფერი კარგად დამეხმარება.