დღეს ბევრი საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ინსრუმენტს დავეუფლე. ერთობლივად მუშაობა ანუ კოლაბორაცია, ვფიქრობ, ყველაზე მეტად გამომადგება მოსწავლეებთან დისტანციური მუშაობისას, რაც პროექტის დროს გარდაუვალია. ამ ინსტრუმენტის საშუალებით ვუპასუხებ სპონტანურად წარმოშობილ კითხვებს, დავწერ კომენტარს და სხვა. მომწონს იმიტომ, რომ დროის მოგების საშუალებას გვაძლევს. ასევე კარგად შეიძლება დისტანციური ტესტირებისთვის გამოვიყენო Form, რომელიც დისკზე მაქვს. მასში შევქმნი ტესტებს და გავუგზავნი მოსწავლეებს. ამავე ინსტრუმენტიდან შემიძლია ავტვირთო ჩემი პროექტისთვის საჭირო მასალები, გავუგზავნო ან გავუზიარო მოსწავლეებს, კოლეგებს. ინტეგრირებულ პროექტზე მუშაობისას ეს ყველაფერი კარგად დამეხმარება.
No comments:
Post a Comment