ტრენინგის მეორე დღე
დღეს კიდევ პრაქტიკულად გამოსაყენებელი რაღაცები ვისწავლე. ტრენერმა თავის ბლოგს დაამატა ბლოგი რეფლექსიისთვის. ეს მეც აუცილებლად უნდა გავაკეთო ჩემს ბლოგში. ჩემი აზრით, მასწავლებელს ყველაზე მეტად უკუკავშირი სჭირდება და ყველაზე მეტადაც ეს გვაკლია! რეფლექსიისთვის განკუთვნილ ბლოგში მოსწავლეები დაწერენ, კონკრეტული აქტივობა რთული იყო თუ ადვილი, რა გაუჭირდათ და რატომ და ა. შ. ზოგიერთი რაღაც, რაც დღეს ვისწავლეთ, კი ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო მარტივი და სწრაფი ხერხით გავაკეთე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნაკლები დრო მოვანდომო ტექნიკურ მხარეს, მე ხომ სულ დროის დეფიციტი მაქვს! მოკლედ, დღესაც კმაყოფილი ვარ: ბუკლეტების დამზადება, სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა უკვე კარგად ვიცი! თავსაც რომ ვიქებ :))))))
No comments:
Post a Comment