დღეს ინტელის ტრენინგის პირველი დღე გვქონდა. პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ ბატონმა დავითმა ბევრი სასარგებლო ელექტრონული რესურსის მისამართი მოგვაწოდა, რომელთაც აუცილებლად გამოვიყენებ. ვისწავლე რამდენიმე ტექნიკური ოპერაციის განხორციელება, მაგალითად, SETTING-ში ვებგვერდის თარჯიმნის ჩართვა-გამორთვა, ეს იმისთვის არის საჭირო,რომ მუშაობის დროს ხელი არ შემეშალოს. ჩამოტვირთული რესურსისთვის ახალი, საკუთარი ფოლდერი დავამატე, ასე ადვილად ვიპოვი ყველა ჩამოტვირთულ რესურსს; დავათვალიერეთ ტრენერის ბლოგი. მონაცემების ფურცელი, რომელიც მე შევავსე, ჩემს ბლოგშიც შემიძლია გავაკეთო და მოსწავლეების ტესტირებისთვის ან სხვა სასწავლო მიზნით გამოვიყენო. გავეცანი ინტელის, ანუ პროექტზე დაფუძნებული სწავლების, პროგრამას,ვისწავლე, მასზე მუშაობისას როგორ ჩავინიშნო, გავაკეთო და წავშალო კომენტარი, ამოვბეჭდო. ამ პროგრამას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვს:განყოფილება რესურსებში მასალა დალაგებულია თემატურად, კატეგორიების მიხედვით, რაც აადვილებს ჩემთვის საჭირო რესურსის პოვნას (ხანდახან როგორ გვიჭირს ხოლმე გახსენება, რა ადგილას იყო. მადლობა პროგრამის ავტორს). დავამატე ახალი ბლოგი, რომელზეც ხვალ გავაგრძელებ მუშაობას. ძალიან მომეწონა ის, რომ ტრენერს არც ერთი კითხვა არ დაუტოვებია უყურადღებოდ: ამომწურავი პასუხი მივიღე, სად და როგორ ვიპოვო ელფოსტით ვერგაგზავნილი წერილი ან როგორ შევინახო გასაგზავნად,როგორ გავუგზავნო წერილი რამდენიმე ადრესატს ერთდროულად. ეს გამომადგება მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებლებთან ურთიერთობისთვის.შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ნაყოფიერი იყო. მადლობა, დავით! :)