Sunday, May 11, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ბევრი საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ინსრუმენტს დავეუფლე. ერთობლივად მუშაობა ანუ კოლაბორაცია, ვფიქრობ, ყველაზე მეტად გამომადგება მოსწავლეებთან დისტანციური მუშაობისას, რაც პროექტის დროს გარდაუვალია.  ამ ინსტრუმენტის საშუალებით ვუპასუხებ სპონტანურად წარმოშობილ კითხვებს, დავწერ კომენტარს და სხვა. მომწონს იმიტომ, რომ დროის მოგების საშუალებას გვაძლევს. ასევე კარგად შეიძლება დისტანციური ტესტირებისთვის გამოვიყენო Form, რომელიც  დისკზე მაქვს. მასში შევქმნი ტესტებს და გავუგზავნი მოსწავლეებს. ამავე ინსტრუმენტიდან შემიძლია ავტვირთო ჩემი პროექტისთვის საჭირო მასალები, გავუგზავნო ან გავუზიარო მოსწავლეებს, კოლეგებს. ინტეგრირებულ პროექტზე მუშაობისას ეს ყველაფერი კარგად დამეხმარება.

ტრენინგის მესამე დღე

დღესაც ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას. პროექტის ეს შაბლონი უფრო ბევრ კომპონენტს შეიცავს, უფრო დახვეწილია, მაგრამ უფრო რთულიცაა.
სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება აადვილებს ბლოგზე და ასევე, ზოგადად, ინტერნეტში მუშაობას, მაგალითად, DRIVE-ზე შემიძლია შევქმნა ფაილები, შევინახო ინფორმაცია და ნებისმიერ დროს გადავიტანო ბლოგზე, გავაზიარო და ასე შემდეგ :)

Thursday, May 8, 2014

რატომ - იარებოდა დედაი?


  













 პროექტის სრული სახელწოდებაა "რატომ - იარებოდა დედაი, ანუ ბალადის "ლექსი ვეფხვისა და მოყმისა" ენობრივი თავისებურება". ეს პროექტგაკვეთილი წელს განვახორციელე მერვეკლასელებთან.





"ბაში-აჩუკი" (2013 წ)
















   ეს შარშანდელი "ბაში-აჩუკი". ბაში-აჩუკის როლში - თემურ მოსიაშვილი.
სცენარი და რეკვიზიტები შექმნეს მოსწავლეებმა.

ჩემი პირველი პროექტგაკვეთილი






 

      ეს არის ჩემი პირველი პროექტი "რატომ აღონიშნება დედაენის დღე?". ჩემი მოსწავლეები ამ დროს მეხუთე კლასში იყვნენ, მაგრამ საოცრად კარგად გაართვეს თავი პროექტზე მუშაობას. :)  


Sunday, May 4, 2014

ტრენინგის მეორე დღე

      დღეს კიდევ პრაქტიკულად გამოსაყენებელი რაღაცები ვისწავლე. ტრენერმა თავის ბლოგს დაამატა ბლოგი რეფლექსიისთვის. ეს მეც აუცილებლად უნდა გავაკეთო ჩემს ბლოგში. ჩემი აზრით, მასწავლებელს ყველაზე მეტად უკუკავშირი სჭირდება და ყველაზე მეტადაც ეს გვაკლია! რეფლექსიისთვის განკუთვნილ ბლოგში მოსწავლეები დაწერენ, კონკრეტული აქტივობა რთული იყო თუ ადვილი, რა გაუჭირდათ და რატომ და ა. შ. ზოგიერთი რაღაც, რაც დღეს ვისწავლეთ, კი ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო მარტივი და სწრაფი ხერხით  გავაკეთე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნაკლები დრო მოვანდომო ტექნიკურ მხარეს, მე ხომ სულ დროის დეფიციტი მაქვს! მოკლედ, დღესაც კმაყოფილი ვარ: ბუკლეტების დამზადება, სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა უკვე კარგად ვიცი! თავსაც რომ ვიქებ :))))))











Saturday, May 3, 2014

I დღის რეფლექსია

დღეს ინტელის ტრენინგის პირველი დღე გვქონდა. პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ ბატონმა დავითმა ბევრი სასარგებლო ელექტრონული რესურსის მისამართი მოგვაწოდა, რომელთაც აუცილებლად გამოვიყენებ. ვისწავლე რამდენიმე ტექნიკური ოპერაციის განხორციელება, მაგალითად, SETTING-ში ვებგვერდის თარჯიმნის ჩართვა-გამორთვა, ეს იმისთვის არის საჭირო,რომ მუშაობის დროს ხელი არ შემეშალოს. ჩამოტვირთული რესურსისთვის ახალი, საკუთარი ფოლდერი დავამატე, ასე ადვილად ვიპოვი ყველა ჩამოტვირთულ რესურსს; დავათვალიერეთ ტრენერის ბლოგი. მონაცემების ფურცელი, რომელიც მე შევავსე, ჩემს ბლოგშიც შემიძლია გავაკეთო და მოსწავლეების ტესტირებისთვის ან სხვა სასწავლო მიზნით გამოვიყენო. გავეცანი ინტელის, ანუ პროექტზე დაფუძნებული სწავლების, პროგრამას,ვისწავლე, მასზე მუშაობისას როგორ ჩავინიშნო, გავაკეთო და წავშალო კომენტარი, ამოვბეჭდო. ამ პროგრამას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვს:განყოფილება რესურსებში მასალა დალაგებულია თემატურად, კატეგორიების მიხედვით, რაც აადვილებს ჩემთვის საჭირო რესურსის პოვნას (ხანდახან როგორ გვიჭირს ხოლმე გახსენება, რა ადგილას იყო. მადლობა პროგრამის ავტორს). დავამატე ახალი ბლოგი, რომელზეც ხვალ გავაგრძელებ მუშაობას. ძალიან მომეწონა ის, რომ ტრენერს არც ერთი კითხვა არ დაუტოვებია უყურადღებოდ: ამომწურავი პასუხი მივიღე, სად და როგორ ვიპოვო ელფოსტით ვერგაგზავნილი წერილი ან როგორ შევინახო გასაგზავნად,როგორ გავუგზავნო წერილი რამდენიმე ადრესატს ერთდროულად. ეს გამომადგება მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებლებთან ურთიერთობისთვის.შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ნაყოფიერი იყო. მადლობა, დავით! :)